BUILDINGS TOMORROW INFRASTRUCTURE TODAY
ჩვენს შესახებ
ჩვენი კომპანია დაარსდა 2018 წელს როგორც საპროექტო და საკონსულტაციო ფირმა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის სპეციალისტებისგან ინჟინერიის და პროექტირების სფეროში. ჩვენი საქმიანობა მოიცავს მაღალი ხარისხის და პრაქტიკული საინჟინრო პროექტის კეთებას სხვადასხვა საინჟინრო სფეროში.
ჩვენი სრული სერვისი მოიცავს შემდეგს:
-
საავტომობილო გზების სრული საინჟინრო პროექტების მომზადება;
-
მაგისტრალური მილსადენების (წყალსადენების, გაზსადენების) პროექტირება;
-
რკინაბეტონის ნაგებობების, როგორიცაა საყრდენი კედლები, მილხიდები, ხიდები, ასევე ჰიდროელექტროსადგურებისთვის განკუთვნილი სათავე და საგენერატორო შენობების, პროექტირება;
-
ჰორიზონტალური და ვერტიკაულრი გეგმარება;
-
ტოპოგრაფიული და გეოლოგიური სამუშაოები, წვრილ და მსხვილმასშტაბიანი რუკების მომზადება შემდგომ საპროექტო მასალად გამოყენებისთვის;
-
ვიდეო და ფოტო რენდერინგი: მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია, ზუსტი ვიდეო და ფოტო მონტაჟი;
-
ელექტრო და მექანიკური მონტაჟები: პროფესიონალური პროექტი და საკონსულტაციო მომსახურება;
-
კონსულტაცია სამოქალაქო ინჟინერიაში: პრობლემების წინასწარ განსაზღვრა და მათი გადაწყვეტეის გზების შემოთავაზება.

ჩვენ ვამაყობთ მაღალი ხარისხით, მარტივად წასაკითხი პროექტებით და საბოლოო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველა მასალის დროული მიწოდებით. ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა მხარდაჭერისთვის. თუ თქვენ შეხვდებით პრობლემას ან დაგჭირდებათ მისი ეკონომიური გადაწყვეტა, ჩვენი ექსპერტები მოგაწვდიან პროექტს, რომელიც შეესაბამება ყველა სტანდარტს და თქვენს ბიუჯეტს.
მრავალწლიანი გამოცდილებით და რთული პრობლემების გადაჭრის დადასტურებული შედეგებით, ჩვენ მზად ვართ წარმატებით გადავჭრათ თქვენი პროექტის პრობლემები.
ჩვენი მომსახურებები
გაეცანით ჩვენს კომპლექსურ საპროექტო და საკონსულტაციო მომსახურებების სპექტრს, რომელიც შექმნილია თქვენი კონკრეტული ბიზნეს-საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
საავტომობილო გზები
გთავაზობთ საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტირებას, რომელიც აკმაყოფილებს ევროპული, გერმანული და ქართული სტანდარტების მოთხოვნებს. ჩვენი პროექტები მოიცავს ყველა საჭირო ელემენტს: უსაფრთხოება, განათება, დრენაჟი, საჭირო ხელოვნური ნაგებობები, შემხვედრი კომუნიკაციების გადატანის პროექტების შეთანხმება კომუნიკაციის მფლობელებთან და სხვა.
ჩვენი მიზანია დავაპროექტოთ გზები, რომლებიც არა მხოლოდ ფუნქციონალური და გამძლეა, არამედ უსაფრთხო, მდგრადი და თანამედროვე საზოგადოების საჭიროებების შესაბამისი. ერთად ვაშენოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა!
მაგისტრალური მილსადენები
გთავაზობთ მაგისტრალური მილსადენების (გაზსადენები, წყალსადენები და სხვა) პროექტირებას. ჩვენი გუნდი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან შედგება, რომლებიც პასუხისმგებლობით უდგებიან ყველა პროექტს და უზრუნველყოფენ მის მაღალ ხარისხს.
სტანდარტების შესაბამისი პროექტი:
ჩვენი პროექტები სრულად შეესაბამება ქვეყნის მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს.
კომპლექსური საინჟინრო გადაწყვეტილებები:
გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და ტოპოგრაფიული გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ ვიღებთ მოქნილ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს.
ხარისხი და საიმედოობა:
ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს და მასალებს, რათა უზრუნველვყოთ მილსადენების გამძლეობა და უსაფრთხოება.
ჰიდროელექტროსადგურები
ჰიდროელექტროსადგური ერთ-ერთი ყველაზე რთული და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც მოითხოვს მაღალ სიზუსტეს, ღრმა ცოდნას და საინჟინრო პროექტირების თითქმის ყველა სფეროს გათვალისწინებას. ჩვენი გუნდი გთავაზობთ ჰიდროელექტრო სადგურების საპროექტო სამუშაოების სრულ პაკეტს, რომელიც მოიცავს:
-
მისასვლელი გზების პროექტირებას;
-
მილსადენებისა და არხების პროექტირებას;
-
ელექტრული და მექანიკური სისტემების განთავსებას;
-
სათავე და საგენერატორო ნაგებობების პროექტირებას;
-
ხიდების, საყრდენი კედლებისა და სხვა დამხმარე ნაგებობების პროექტირებას.
ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უზრუნველყოფენ პროექტის ყველა ეტაპის ჰარმონიულ კოორდინაციას. ჩვენი მიდგომა საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ სხვადასხვა კომპანიების და კადრების უსასრულოდ ძიება და მათ შორის არასრულფასოვანი კომუნიკაციის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები.
ფოტო და ვიდეო რენდერინგი - პროექტის ვიზუალიზაცია
პროექტის ფოტო და ვიდეო რენდერინგი ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი იდეა მარტივად და მიმზიდველად წარმოადგინოთ. ვიზუალური მასალები ეხმარება დაინტერესებულ მხარეებს მარტივად გაიგონ და შეაფასონ პროექტის მასშტაბები, დიზაინი და მნიშვნელობა, რთული ტექნიკური ახსნა-განმარტებების გარეშე.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
-
მარტივი აღქმა: ვიზუალური მასალები გასაგებია ყველასთვის, თუნდაც არაპროფესიონალისთვის.
-
მიმზიდველობა: მაღალი ხარისხის რენდერინგი პროექტს ხდის უფრო პროფესიონალურს და ინვესტიციისთვის მიმზიდველს.
-
წინასწარ ხილვა: რენდერინგი საშუალებას გაძლევს "იხილოთ" პროექტის საბოლოო შედეგი განხორციელებამდე.
ჩვენი გუნდი იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პროფესიონალურ ხელსაწყოებს, რათა შექმნას მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალები, რომლებიც ზუსტად ასახავს თქვენს იდეას. ჩვენ გვესმის, რომ პროექტის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია მის სწორ წარმოჩენაზე და, სწორედ ამიტომ, ჩვენი რენდერინგი გახდის თქვენს პროექტს უფრო გასაგებს, მიმზიდველს და დამაჯერებელს.
კონსულტაცია
პროექტების განხორციელების პროცესში ხშირად ჩნდება სხვადასხვა სამშენებლო და სამონტაჟო გამოწვევები, რომლებიც მოითხოვს პროფესიონალურ მიდგომას და ზუსტ გადაწყვეტილებებს. Green Road Group-ი გთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეცდომები, რისკები და დამატებითი ხარჯები.
რას გთავაზობთ?
ჩვენი გუნდი გაგიწევთ კონსულტაციას პროექტის ყველა ეტაპზე, მათ შორის:
-
მშენებლობა და ექსკავაცია;
-
მექანიკური და ელექტრული სისტემების მონტაჟი;
-
ტოპოგრაფიული სამუშაოები;
-
სხვა სამონტაჟო და სამშენებლო საკითხები.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
-
რისკების მინიმიზაცია: ჩვენთან კონსულტაცია თავიდან აგაცილებს არასწორ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი ხარჯები ან დაგვიანებები.
-
ხარჯების კონტროლი: პროფესიონალური რჩევები დაგეხმარებათ ოპტიმიზაციაში და ხარჯების შემცირებაში.
-
გამოცდილება და ეფექტურობა: ჩვენი გუნდის გამოცდილება სამშენებლო და სამონტაჟო სფეროში უზრუნველყოფს პროექტის წარმატებულად და ხარისხიანად შესრულებას.


რატომ ჩვენ?
ექსპერტის საინჟინრო კონსულტაცია
Green Road Group-ში ჩვენ გვესმის, რომ ყველა პროექტი უნიკალურია და მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას. ამიტომ, ჩვენი კონსულტაცია მოიცავს პროექტის ყველა დეტალს, რათა უზრუნველვყოთ მისი წარმატება თითოეულ ეტაპზე.
აი, რატომ არის ჩვენთან თანამშრომლობა საუკეთესო გადაწყვეტილება:
ხარისხი
ვაწვდით მაღალი სტანდარტის პროდუქტს და სერვისს. ჩვენი პროფესიონალების გუნდი დაუღალავად მუშაობს, რათა ყველაფერი სრულყოფილად გამოვიდეს.
ინოვაციუერი გადაწყვეტილებები
ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებსა და ტრენდებს, რომ თქვენ მიიღოთ თანამედროვე გადაწყვეტილებები, რომლებიც წარმატებას მოგიტანთ.
მხარდაჭერა
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ. იქნება ეს კითხვა, მიმართულების მიცემა თუ საფუძვლიანი კონსულტაცია. ჩვენ აქ ვართ პროექტის ყოველ ნაბიჯზე.
განვითარება
Green Road Group-ის გუნდი გამუდმებით ვითარდება, გუნდის თითოეული წევრი გამუდმებით აუმჯობესებს უნარებსა და ცოდნას, რათა უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი და მოქნილი პროდუქტის მიწოდება.
ინდუსტრია
ჩვენი საპროექტო და საკონსულტაციო კომპანია გთავაზობთ მრავალფეროვან პროფესიულ მომსა ხურებას, რომელიც მორგებულია ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებზე. სტრატეგიული დაგეგმვიდან დაწყებული, პროექტის განხორციელებით დამთავრებული, ჩვენ მოგაწვდით პროფესიონალურ რჩევებსა და გადაწყვეტებს, რათა დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს განვითარებასა და ზრდაში
